საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად  დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა  30 აგვისტო - 6 სექტემბერი;

 

დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად.  (მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალაგზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის ბრძანების შესაბამისად, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები, უნივერსიტეტის მიერ მომზადებული გამოცდა „ინკლუზიური საზოგადოება და ინკლუზიური  განათლება“, ჩატარდება 16 სექტემბერს, 14 საათზე (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა).

 

საგამოცდო საკითხები და შესაბამისი ლიტერატურა იხილეთ დანართში.

 

აპლიკანტების მიერ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდასა და საუნივერსიტეტო გამოცდაზე დაგროვებული ქულების მიხედვით, შედგება რანჟირებული სია: ჯამური 100 ქულიდან,  საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ქულას მიენიჭება წონა  -  80 ქულა, ხოლო თსუ-ს გამოცდას   -  20 ქულა. პროგრამაზე ჩაირიცხება რანჟირებული სიის სათავეში მყოფი პირველი 30 აპლიკანტი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს საგანმაანთლებო დაწესებულებებში მუშაობის-სწავლების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.

 

ბრძანება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სპეციალური მასწავლებლის პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

 

სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

თარიღი: 06/08/2024